09/10/2024
11:01
საზოგადოება
გასულ წელს, საქართველოში 173 229 ოპერაცია ჩატარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს.
ჩატარებული ოპერაციების კლასიფიკაცია შემდეგნაირად გამოიყურება:
საჭმლის მომნელებელი სისტემა და ელენთა - 32 039
ძვალკუნთოვანი სისტემა - 21 381
სამეანო პროცედურები - 17 991
გული და გულმკერდის მთავარი სისხლძარღვები - 14 969
კბილები, ყბები, პირის ღრუ და ხახა - 14 530
ქალის სასქესო ორგანოები -13 560
შარდსასქესო სისტემა, კაცის სასქესო ორგანოები და რეტროპერიტონეალური სივრცე - 12 067
ამასთან, გამოთხოვილი ინფორმაციის საპასუხოდ უწყებაში განმარტავენ, რომ რეანიმაციულ განყოფილებაში პაციენტების უმრავლესობა ხვდება ე.წ. მძიმე უკმარისობების (გულის, თირკმლის, პოლიორგანული უკმარისობა და ა.შ) გამო, ხოლო თუ რომელი ძირითადი დიაგნოზით არის ეს მდგომარეობა გამოწვეული, აისახება მხოლოდ პაციენტის სამედიცინო ისტორიაში.
0
0