16/11/2024
12:23
პოლიტიკა
გიორგი მშიშარა კალანდარიშვილი საქართველოს ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი მხდალი სახელმწიფო მოხელე, ისე შევა, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრმა ანა დოლიძემ, ცესკოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, სხვადასხვა ფორმით ბრძოლა გაგრძელდება და ამ შედეგების აღიარებას არც ქართველი ხალხი და არც უცხოელი მეგობრები არ აპირებს.
„რაც აქ ხდება რამდენიმე დღის განმავლობაში, ურდულით გადაკეტილი საარჩევნო კომისია ამის ნიშანია. ხალხს არ ჰქონდა საშუალება, რომ მტკიცებულებები წარედგინათ.
სხვადასხვა ფორმით ბრძოლა გაგრძელდება, ამ შედეგების აღიარებას არც ქართველი ხალხი და არც უცხოელი მეგობრები არ აპირებს. ეს არის შიშის ნიშანი, ეს უზარმაზარი დაკეტილი ჭიშკარი ნიშნავს, რომ ისინი რაღაცას ჩხიბავენ, რაღაც ციფრები დაჯღაბნონ და ჩვენ ვერ შევძლოთ პროტესტის გამოხატვა. ნებისმიერი ციფრს, რომელიც საარჩევნო კომისია გამოაქვეყნებს სანდოობა არ აქვს", - განაცხადა ანა დოლიძემ.
0
0
აღმაშენებლის ხეივანზე მსვლელობა დასრულდა
16/11/2024