საქართველოში ჩატარებული არჩევნები წარმოუდგენელ იმედგაცრუებას იწვევს - ჯიმ რიში
05/10/2021
10:29
მსოფლიო
A-
+A
ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში საქართველოში ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ამ შაბათ-კვირას საქართველოში ჩატარებული არჩევნები წარმოუდგენელ იმედგაცრუებას იწვევს და დრამატულად განსხვავდება 2012 წლის არჩევნებისგან, რომლებსაც მე ვაკვირდებოდი“, – წერს ჯიმ რიში.
ამერიკელი სენატორის განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოება გააგრძელებს არჩევნების მეორე ტურზე ყურადღებით დაკვირვებას.
„შეწუხებული ვარ დაშინებისა და ხმების მოსყიდვის შესახებ მრავალი ცნობის გამო. საქართველოს მთავრობამ მეორე ტურის ორგანიზებისას უნდა მოაგვაროს ეუთო-ს მიერ ხაზგასმული საკითხები, მათ შორის ძალადობა, რომელიც ვიხილეთ საარჩევნო პერიოდის დროს და თამაშის არათანაბარი პირობები მმართველ პარტიასთან დაპირისპირებული პარტიებისთვის. სამართლიანი და ღია არჩევნები ძლიერი დემოკრატიის ნიშანია“, – ნათქვამია სენატორ ჯიმ რიშის განცხადებაში.
0
0
144487
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%