20/11/2024
10:38
საზოგადოება
ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს, შექმნას უსაფრთხო გარემო თითოეული ბავშვისა და ახალგაზრდისთვის, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სადაც ორგანიზაცია მსოფლიო ბავშვთა დღეს ეხმაურება.
ამასთან, როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოში ახალგაზრდები საკუთარი უფლებების, თავისუფლებისა და მათი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად იბრძვიან.
„მსოფლიო ბავშვთა დღეს, გვინდა ყურადღება გავამახვილოთ იმ გამოწვევებზე, რომლებსაც ბავშვები და ახალგაზრდები აწყდებიან საქართველოში, გასული 1000 დღის განმავლობაში უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შედეგად, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში. „მოუსმინე მომავალს” წლევანდელი მსოფლიო ბავშვთა დღის მთავარი გზავნილია, რომელიც ხაზს უსვამს ბავშვების როლს ჩვენს საზოგადოებაში და მათი უფლებების დაცვის საჭიროებას მიმდინარე კრიზისების ფონზე. საქართველოში ახალგაზრდები საკუთარი უფლებების, თავისუფლებისა და მათი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად იბრძვიან. ჩვენ მათ გვერდით მტკიცედ ვდგავართ და ხაზს ვუსვამთ მათი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების ფუნდამენტური უფლებების პატივისცემის აუცილებლობას.
ჩვენ ვაგრძელებთ ბავშვებისა და ახალგაზრდების დაცვას ძალადობისგან და ვუსმენთ მათ ხმას. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს, შექმნას უსაფრთხო გარემო თითოეული ბავშვისა და ახალგაზრდისთვის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
0
0