21/02/2024
23:03
მედიცინა
მიმდინარე წლის 16 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში აივ ინფიცირების 59 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი ავრცელებს.
„ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 16 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში აივ ინფიცირების 59 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შარშან, ანალოგიუ პერიოდში საქართველოში აივ ინფიცირების 61 შემთხვევის რეგისტრირება მოხდა.
2024 წლის 16 თებერვლის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში 1989 წლიდან დღემდე ჯამურად რეგისტრირებულია 10450 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 7823 მამაკაცია და 2627 ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. ქვეყანაში აივ ინფექციის სავარაუდო რიცხვის შეადგენს 8500. შიდსი 4985 პაციენტს განუვითარდა, 2242 გარდაიცვალა. 2024 წელს რეგისტრირებული 46 გარდაცვლილთაგან 37 მამაკაცია და 9 ქალი.
31 იანვრის მონაცემებით არვ მკურნალობას იტარებს 6472 (5780 + 692 აფხაზეთი) პაციენტი, მათ შორის 37 (28 + 9 (აფხაზი ბავშვი)) – ბავშვია.
რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 32.0 % (3331) – ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 51.8 (5421) დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 13.4 % (1404) – მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.2 % (121) – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.4 % (40) – სისხლის რეციპიენტია; 1.2 % (133) – გადაცემის გზა დაუდგენელია;
აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3941 შემთხვევა, მათგან 100 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში (1326); შემდეგ იმერეთში (1250); აჭარაში (1261); აფხაზეთში (559); კახეთში (507); ქვემო ქართლში (657); შიდა ქართლში (404); გურიაში (215); სამცხე-ჯავახეთში (148), მცხეთა-მთიანეთი (143) და რაჭა-ლეჩხუმი (39).
ბავშვი. მათ შორის 76 – ვაჟი, 53 – გოგონა. 32 გარდაიცვალა. 3 გავიდა ქვეყნიდან;
განაწილება ინფიცირების გზების მიხედვით: ვერტიკალური (დედიდან) გადაცემით – 121 შემთხვევა (მათგან 1 – ძუძუთი კვებით); სისხლის რეციპიენტი – 5; დაუდგენელი -3“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
0
0