14/11/2024
14:53
სპორტი
შაბათს, 16 ნოემბერს, 2024/25 წლების ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების შეხვედრას ინგლისელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.
მთავარ არბიტრად კრის კავანა იმუშავებს, რომელსაც ლი ბეტსი და ნილ დევისი დაეხმარებიან. მეოთხე მსაჯი კი სემ ბაროტი იქნება. 39 წლის კრის კავანა მანჩესტერიდანაა. პრემიერლიგაში პირველი მატჩი 2017 წელს ჩაატარა, ფიფა-ს საერთაშორისო მსაჯების სიაში კი 2019 წელს მოხვდა.
კრის კავანამ სექტემბერში „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ტოტენჰემის“ მატჩი განსაჯა და პირველ ტაიმში მასპინძელთა ერთ-ერთი ლიდერი, ბრუნო ფერნანდეში გააძევა. შემდგომში მისი გადაწყვეტილება არასწორად აღიარეს და პორტუგალიელს დისკვალიფიკაცია გააუქმეს.
ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მატჩი ბათუმში, საქართველოსა და უკრაინას შორის შაბათს, 16 ნოემბერს, 21:00 საათზე დაიწყება. საქართველოს ნაკრები B1 ჯგუფში მეორე ადგილებზეა, ხოლო უკრაინა – ბოლოზე.
0
0