15/08/2024
13:48
სპორტი
საქართველო – ჩეხეთის მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი საათზე ნაკლებ დროში გაიყიდა.
შეხვედრის ბილეთების გაყიდვა დღეს, 12:00 საათზე tkt.ge-ზე დაიწყო, თითოეულ მომხმარებელს კი მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეეძლო.
„ჯვაროსნები“ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ პირველ შეხვედრას თბილისში, 7 სექტემბერს, 20 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავენ. საქართველოს ნაკრები ამ შეხვედრით ერთა ლიგის B1 ჯგუფში ასპარეზობას იწყებს, სადაც ჩვენი მეტოქეები, ჩეხეთის გარდა, ალბანეთისა და უკრაინის ნაკრებები იქნებიან.
მაღალი მოთხოვნის გამო, 12:57 საათზე ბილეთის ყიდვა უკვე შეუძლებელი იყო, რადგან დარეგისტრირებული მყიდველის რიგის ნომერი 100 ათასს გადასცდა.
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი 2023 წელს ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატამდე ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ 27 223 მაყურებელს იტევს.
0
0