27/11/2024
08:55
მსოფლიო
ისრაელსა და “ჰეზბოლას” შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დღეს, ადგილობრივი დროით 04:00 საათიდან ძალაში შევიდა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, შეთანხმება ითვალისწინებს 60-დღიან გარდამავალ პერიოდს, რომლის დროსაც ისრაელის თავდაცვის ძალები სამხრეთ ლიბანიდან ჯარებს გაიყვანს, ლიბანის არმია მდინარე ლიტანის სამხრეთით დაახლოებით 5 000 ჯარისკაცს განათავსებს, „ჰეზბოლას“ ძალები დატოვებენ სამხრეთ ლიბანს და მისი სამხედრო ინფრასტრუქტურა მოიშლება.
შეგახსენებთ, ისრაელი და „ჰეზბოლა“ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოხდება ლიბანში. მისი განმარტებით, ისრაელი ინარჩუნებს სამხედრო მოქმედების სრულ თავისუფლებას და თუ „ჰეზბოლა“ დაარღვევს შეთანხმებას და შეეცდება შეიარაღებას, თავს დაესხმება.
0
0