28/11/2024
19:23
პოლიტიკა
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთს არ აქვს ურთიერთობა საქართველოს ხელმძღვანელობასთან. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" წერს.
მისი თქმით, არჩევნების დროს იქ მომხდარი მოვლენები გაოცებას იწვევდა.
პუტინის თქმით, ის „გაოცებული იყო იმ სიმამაცით, რომლითაც საქართველოს ხელმძღვანელობა იცავდა თავის პოზიციას ბოლო კანონპროექტებთან დაკავშირებით“.
„საქართველოში მოვლენები რომ დაიწყო, მე, გულწრფელად რომ ვთქვათ, გაკვირვებით შევხედე ამ ყველაფერს. ჩვენ მათთან არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს, საქართველოს ხელმძღვანელობასთან. მაგრამ მე უბრალოდ გაოგნებული ვიყავი მათი გამბედაობითა და ხასიათით, რაც მათ აჩვენეს თავიანთი თვალსაზრისის დასაცავად. ახლა ამ თვალსაზრისს არანაირ შეფასებას არც კი მივცემ“, - დასძინა მან.
დღესვე პუტინმა განაცხადა, რომ ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებთან მრავალი კონტაქტის მიუხედავად, რუსეთი არ ერევა მათ საშინაო საქმეებში, მათ შორის საქართველოს საქმეებში.
„მიუხედავად ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებთან არაერთი კონტაქტისა - ბევრი კონტაქტებია და ალბათ არის ორმხრივი გავლენა რუსეთიდან საქართველოში და იქიდან რუსეთში - ოფიციალურ დონეზე ჩვენ არ ვერევით შიდა პოლიტიკურ პროცესებში, არ ჩავერევით. საერთოდ არც კი ვეხებით“, - განუცხადა პუტინმა ჟურნალისტებს.
0
0