06/12/2021
14:05
სამხედრო
მხარდაჭერის პაკეტი 12.75 მილიონ ევროს შეადგენს და 36 თვეზეა გათვლილი. პაკეტის მიზანი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და იმ შესაძლებლობების განვითარებაა, რომლებიც ხელს შეუწყობს ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში ევროკავშირთან საქართველოს აქტიურ თანამშრომლობას.
„საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარება გამიზნულია ქვეყნის თავდაცვის ძალების შესაძლებლობის გასაძლიერებლად, მათ შორის კრიზისებისა და საგანგებო სიტუაციების დროს სამოქალაქო პირებისათვის დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობების გასაუმჯობესაბლად. უსაფრთხოების განზომილება ორმხრივი დღის წესრიგის ერთ-ერთი კრიტიკული მიმართულებაა. ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება დასტურია იმისა, რომ საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა დინამიკურია“, - აღნიშნულია თავდაცვის უწყების განცხადებაში.
ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის მიზანია, შიდა მედეგობისა და მშვიდობის ხელშეწყობის მიზნით, სამხედრო და თავდაცვის საკითხებში ბენეფიციარი ქვეყნების შესაძლებლობების გაძლიერება. საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინისთვის, ევროკავშირი ასევე მიზნად ისახავს გააძლიეროს ადგილობრივი თავდაცვის ძალების შესაძლებლობები და თავსებადობა, რათა ხელი შეუწყოს საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში წარმოებულ სამხედრო მისიებსა და ოპერაციებს ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტით.
0
0