16/10/2021
11:40
სამხედრო
მინისტრის მოადგილემ საერთაშორისო პარტნიორებს, ესტონურ და ამერიკულ მხარეს „სტარტლინკის“ პროგრამის განხორციელებისა და საქართველოსთვის გადმოცემისთვის მადლობა გადაუხადა.
უწყების ცნობით, ელექტრონული ლიცენზირების სისტემების პროგრამის ამოქმედების მიზნით, საქართველოში აშშ-ის საელჩოს კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების (EXBS) პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის თანამშრომლები ესტონურ კომპანია SpinTek-ის წარმომადგენლებთან დისტანციურ შეხვედრებს რეგულარულად მართავდნენ.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში კი, ესტონური მხარე შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებისთვის სისტემების გატესტვასა და სისტემის მომხმარებლისა და IT პერსონალის ტრენინგს უზრუნველყოფს.
ელექტრონული ლიცენზირების პროგრამა ,,სტარტლინკი“ გულისხმობს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელზე კომპანიების მიერ რეკომენდაციების, ნებართვებისა თუ ლიცენზიების მოსაპოვებლად, განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის ელექტრონულად მართვას.
0
0