23/12/2021
11:20
სამხედრო
„საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს მადლობა გადაუხადა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის.
შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს რეგიონისა და მსოფლიო უსაფრთხოების საკითხები, ისაუბრეს საფრთხეებსა და გამოწვევებზე. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისა და განმტკიცების აუცილებლობა. კერძოდ, ორმხრივი ფორმატის განხილვისას, განსაკუთრებული ადგილი დაეთმო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებებში აზერბაიჯანელი სამხედროების მონაწილეობას, ასევე, სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობას.
აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი ერთობლივი წვრთნები და სწავლებები, ექსპერტთა დონის შეხვედრები კიდევ უფრო აახლოებს ჩვენი ქვეყნის სამხედროებს და აძლიერებს ურთიერთ თავსებადობას. მოგვიანებით, ჯუანშერ ბურჭულაძემ და გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა ხელი მოაწერეს 2022 წლის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმას“,- აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
0
0