12/11/2024
14:38
პოლიტიკა
საქართველოს ყოფილი უმაღლესი სახელმწიფო და პოლიტიკური თანამდებობის პირები, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების ყოფილი წევრები, სამოქალაქო მოძრაობები, სამეცნიერო და სახელოვნებო წრეები, პროფესიული გაერთიანებები, ანალიტიკური არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი წარმომადგენლები თავისუფალი სამყაროს ლიდერებისადმი ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ.
ისინი აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდებენ, სოლიდარობა გამოუცხადონ ქართველ ხალხს და მიიღონ ყველა შესაძლო ზომა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ქართველი ხალხის ნების გამოხატვის დასაცავად:
"საქართველოს სუვერენიტეტი, მისი, როგორც დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოს მომავალი ეგზისტენციალური საფრთხის წინაშეა. 2024 წლის 26 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე ქართველ ხალხს უარი ეთქვა ფუნდამენტურ უფლებაზე, თავისუფლად აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება ფართო, სისტემატური საარჩევნო გაყალბების გამო. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ეს იყო “ქართული ოცნების” ხელით განხორციელებული რუსული სპეცოპერაცია. საერთაშორისო დამკვირვებლებმა, მათ შორის ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ODIHR), ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE), ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ და ევროპარლამენტმა - ყველამ დააფიქსირა სერიოზული დარღვევები საარჩევნო პროცესში. მათ შორის: არათანაბარი საარჩევნო გარემო, ამომრჩეველთა დაშინება და შემზღუდველი კანონმდებლობა, რომელიც ახშობდა ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ქმნიდა პირობებს, რომლებიც, როგორც დადასტურებულია ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ, ვერ აკმაყოფილებდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ძირითად სტანდარტებს.
გარდა ამისა, აშშ-ს ჰელსინკის კომისია გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას შექმნილი ვითარების გამო და აღწერს ამჟამინდელი ხელისუფლების ავტორიტარულ ტრაექტორიას, როგორც სერიოზულ საფრთხეს საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის. ანალოგიურად, ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ცნობილმა თავმჯდომარეებმა საჯაროდ დაგმეს საარჩევნო დარღვევები და მოითხოვეს საერთაშორისო ჩართულობა საქართველოში დემოკრატიული ნორმების დაცვისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად. აშშ-ს კონგრესსა და ევროპის ქვეყნების პარლამენტებში სულ უფრო ხმამაღლა საუბრობენ ჩატარებულ არჩევნებზე, როგორ საქართველოს დემოკრატიისა და სუვრენიტეტისთვის უდიდეს გამოწვევაზე.
მიგვაჩნია, რომ აღნიშნული საპარლამენტო არჩევნების შედეგების აღიარება იქნება საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და მისი პროდასავლური კურსის საბოლოო მარცხის საწინდარი. მაღალი ალბათობით ქვეყანა დაადგება შეუქცევადი ავტორიტარიზმის გზას და დაკარგავს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შესაძლებლობას. დემოკრატიის მარცხი საქართველოში პირდაპირ უდრის მის დამარცხებას მთელს რეგიონში, უტოლდება დასავლეთის მორიგ ავტორიტარული სამყაროს წინაშე და უდიდეს დარტყმას აყენებს დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ საერთაშორისო ურთიერთობების სისტემას გაზრდილი გლობალური გაურკვევლობის ფონზე.
ამ კრიტიკულ მომენტში ამ არჩევნების შედეგების აღიარება რუსეთისთვის საქართველოს დამოუკიდებლობის დათმობის ტოლფასი იქნება - ხანგრძლივი და დრამატული შედეგებით როგორც საქართველოსთვის, ასევე მისი მოკავშირეებისთვის. ვინაიდან ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი უარს აცხადეს არჩევნების შედეგების აღიარებაზე და ხელისუფლების მიტაცების მცდელობის ლეგიტიმაციაზე, ჩვენ მოვუწოდებთ აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ლიდერებს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს და პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ხელმძღვანელებს, მათ შორის, აშშ-ის კონგრესისა და სენატში, სოლიდარობა გამოუცხადონ ქართველ ხალხს და მიიღოთ ყველა შესაძლო ზომა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ქართველი ხალხის ნების გამოხატვის დასაცავად.
კერძოდ, მოსთხოვოთ საქართველოს ხელისუფლებას:
- 1. ხმის მიცემის, საარჩევნო ოქმების გასაჯაროვება;
- 2. არჩევნების გაყალბების, საარჩევნო დარღვევებისა და მანიპულაციების საერთაშორისო გამოძიება და
- 3. ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, სტრუქტურულად სახეცვლილი საარჩევნო ადმინისტრაციისა და საქართველოს მოსახლეობის ნების თავისუფლად გამოხატვის სრულად უზრუნველყოფის პირობებში.
მოგიწოდებთ, დაუდგეთ საქართველოს გვერდით მის ბრძოლაში დემოკრატიული პრინციპების, თავისუფლებების და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული მომავლის შესანარჩუნებლად.
დიდი მადლობა საქართველოს ყველა მეგობარს სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფოსა და ხალხის გვერდში დგომისთვის. ფასდაუდებელია თქვენი მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოს შენების გზაზე“, - ნათქვამია მიმართვაში.
ხელმომწერები:
ლანა ღოღობერიძე - საქართველოს ყოფილი ელჩი ევროსაბჭოში და იუნესკოში; საქართველოს ორი მოწვევის პარლამენტის წევრი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, კინო-რეჟისორი;
დავით უსუფაშვილი - საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე;
დავით ბაქრაძე - საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე;
გრიგოლ მგალობლიშვილი - საქართველო ყოფილი პრემიერ-მინისტრი;
მაია კოპალეიშვილი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე;
ქეთევან ერემაძე - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე;
ნინო ბაქაქური - საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე;
ბესარიონ ალავიძე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე;
თედო ჯაფარიძე - საქართველოს ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში; საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწე უშიშროების საკითხებში; საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი;
გელა ბეჟუაშვილი - საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი; საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში; საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი;
თორნიკე გორდაძე - ყოფილი სახელმწიფო მინისტრი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში;
ალექსი პეტრიაშვილი - ყოფილი სახელმწიფო მინისტრი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში;
უჩა ნანუაშვილი - საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი;
ვალერი ჩეჩელაშვილი - ფინანსთა ყოფილი მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, საქართველოს ყოფილი ელჩი უკრაინაში, მოლდოვასა და რუსეთში, ყოფილი გენერალური მდივანი: BSEC, GUAM-ის;
გიგი უგულავა - ქალაქ თბილისის ყოფილი მერი;
ნოდარ ხარშილაძე - თავდაცვის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, საქართველოს სტრატგეიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი;
ნინო კალანდაძე - საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, აღმასრულებელი დირექტორი, ჭავჭავაძის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრი, უფროსი პარტნიორი, BGI Legal;
გიორგი ბადრიძე - საქართველოს ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, დიპლომატი;
სოფიო ხუნწარია - ქალაქ თბილისის მერის ყოფილი მოადგილე, ჟურნალისტი, ტელეწამყვანი.
სამოქალაქო მოძრაობები, სამეცნიერო და სახელოვნებო წრეები, პროფესიული გაერთიანებები, ანალიტიკური არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი წარმომადგენლები:
გოგი ალექსი-მესხიშვილი - საქართველოს სახალხო მხატვარი, შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრისა და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი მხატვარი, ბერლინის კინოფესტივალის ოქროს დათვის მფლობელი, შოთა რუსთაველის პრემიის და სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, აშშ-ის დართმუდის კოლეჯის პროფესორი
ნინო ქათამაძე - მუსიკოსი
ნანა ჯორჯაძე - კინორეჟისორი
პაატა ციკოლია - დრამის რეჟისორი, დრამატურგი
ნუცა ალექსი-მესხიშვილი - კინო-რეჟისორი;
მაია გელოვანი - მსახიობი, ტელეწამყვანი
ნიკა მაჩაიძე - მუსიკოსი.
კახა კინწურაშვლი - მსახიობი
გიორგი თავართქილაძე - რეჟისორი
მამუკა ცუცქირიძე - მხატვარი, ხელოვნების ფონდის ხელმძღვანელი
გაგა ჩხეიძე - გერმანისტი, კულტურის მენეჯერი
ნინო კირთაძე - კინორეჟისორი
ნანა ექვთიმიშვილი - კინორეჟისორი, მწერალი,
ხათუნა ლაგაზიძე - „აირჩიე ევროპა“-ს თავმჯდომარე, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში;
ლაშა ძებისაშვილი - საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი,
გიორგი რუხაძე - აირჩიე ევროპა ს დამფუძნებელი. GSAC -ის დამფუძნებელი.
ვიქტორ ყიფიანი - თავმჯდომარე, ანალიტიკური ცენტრი "ჯეოქეისი"
ბექა კობახიძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
გიორგი ანთაძე - ჯეოქეისის თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების მკვლევარი
ზურაბ ბატიაშვილი - ყოფილი დიპლომატი, ანალიტიკოსი.
ზაზა ბიბილაშვილი - დამფუძნებელი და თავმჯდომარე, ჭავჭავაძის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრი, უფროსი პარტნიორი, BGI Legal
დავით ბრაგვაძე, ისტორიკოსი, უსაფრთხოების პოლიტიკის მკვლევარი
გიორგი თარგამაძე - საპარლამენტო უმცირესობის ყოფილი ლიდერი; ჟურნალისტი, ტვ ფორმულას გენ.დირექტორის მოადგილე;
დავით დვალი - ტელეკომპანია რუსთავის 2-ის დამფუძნებელი
ნინო ჯანგირაშვილი - ტელეკომპანია კავკასიის დირექტორი, ჟურნალისტი.
თეო გილიგაშვილი - მთავარი არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი
ვიკა ბუკია - ჟურნალისტი, ტელეწამყვანი, ტელეკომპანია „ტვ პირველი“
თეა ადეიშვილი - ჟურნალისტი, ტელეწამყვანი, ტელეკომპანია „მთავარი“
ნათია გოგსაძე - ჟურნალისტი, ტელეწამყვანი, ტელეკომპანია „მთავარი“
ლიკა ბასილაია-შავგულიძე - საზოგადოებრუვი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი
ეკატერინე მიშველაძე - ტვ პირველი, წამყვანი
თენგიზ გოგოტიშვილი - ჟურნალისტი, ტელეკომპანია „მთავარი“
ირაკლი ტაბლიაშვილი - ჟურნალისტი, ტელეწამყვანი, ტელეკომპანია „ფორმულა“
რევაზ კიკნაძე - ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ყოფილი რექტორი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი;
ნანა შარიქაძე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, სახ. კონსერვატორიის ყოფილი რექტორი
ვილი პაჭკორია - საქართველოს კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი
ბიძინა კულუმბეგოვი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ალერგოლოგ/იმუნოლოგი.
თემურ პაპასკირი - თსუ პროფესორი, ახალი და უახლესი ისტორიის კათედრის ხელმძღვანელი
იაგო კაჭკაჭიშვილი - სოციოლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
ლევან გორდეზიანი, თსუ პროფესორი
ცირა ელისაშვილი -კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტი. პროფესორი.
ნინო დოლიძე - სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
რევაზ აფხაზავა - განათლების სპეციალისტი
სიმონ ჯანაშია - განათლების სპეციალისტი
სერგო რატიანი - ფილოსოფოსი. ილიას უნივერსიტეტის პროფესორი
სოფიო კილასონია - კულტურის კვლევების დოქტორი. ილიას უნივერსიტეტი.
გიორგი ჭანტურია - განათლების სპეციალისტი
თამარ ცოფურაშვილი - დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პროფესორი
დავით ყოლბაია - ისტორიკოსი, ორიენტალისტი. ვარშავის უნივერსიტეტის კავკასიოლოგიური კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი
ნანა მეფარიშვილი - არქიტექტორი, კავკასიის უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი
ლელა ჩახაია - განათლების მკვლევარი
სოფო ჟვანია - ქართული ენის ლექტორი, ვარშავის უნივერსიტეტი
სალომე ცისკარიშვილი - ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, მუზეოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ნინო ჭიაბრიშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
მეგი კავთუაშვილი - ააიპ “მშობლები განათლებისთვის”
შალვა ტაბატაძე - პროფესორი
ნიკოლოზ სიმონიშვილი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, ადვოკატი
ლუკა ჭოხონელიძე - ახალგაზრდული მოძრაობა „ნაბიჯი“, დამფუძნებელი
ნიკო მანაგაძე - სტუდენტური მოძრაობა “თავისუფლებისთვის” დამფუძნებელი
თამაზ ელიზბარაშვილი - ბიზნესმენი, ცხოველთა უფლებების დამცველი.
თინა მამულაშვილი - გამომცემელი, სულაკაურის გამომცემლობა
სოფიო გოგოხია - სსიპ აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტ. მასწავლებელი. 2020 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი. ქალთა საინიციატივო ჯგუფ "თანასწორის"ლიდერი.
თორნიკე ბარათაშვილი - "ევროპა ჩვენი სახლია", ქუთაისი
დავით ქაცარავა - ანტიოკუპაციური მოძრაობა “ძალა ერთობაშია” დამფუძნებელი
დათო გოჩავა -პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის დამფუძნებელი
თამარ მექვაბიშვილი - ჟურნალისტი, სამოქალაქო პლატფორმა წინაპრების და ჯგუფ 26 ის დამფუძნებელი
ნინო ორდენიძე - სამოქალაქო აქტივისტი. შშმ პირთა უფლებადამცველი.
ციალა ქათამიძე - სამოქალაქო აქტივიზმის ლიდერი, ბათუმი
ლევან ჩხეიძე - ადვოკატი
ლევან ბუთხუზი - ბიოლოგი
ირმა ზოიძე - საგამოძიებო ფილმების სტუდია „REC’, ბათუმი
კოტე სულაბერიძე - მხატვარი
ნინო ჭილაშვილი - მხატვარი
ანა გურგენიძე - მხატვარი, კურატორი
ლაშა ბუღაძე - მწერალი
ანა რიაბოშენკო - ხელოვანი, კულტურის მენეჯერი
ნატა ფერაძე - სამოქალაქო აქტივისტი.
თეკლა მაჭავარიანი - კინოპროდიუსერი
ანა ძიაპშიპა - კინორეჟისორი, პროდიუსერი
ქეთი მაჭავარიანი - კინორეჟისორი
სალომე ჯაში - კინორეჟისორი
ლევან აბსუშელიშვილი - კინომცოდნე
ნინო ჯინჭარაძე - პროდიუსერი
უტა ბერია - რეჟისორი,
გიორგი თავართქილაძე - კინორეჟისორი
ილია მახარაძე - ხელოვანი, კურატორი. ,,ყველაფრის მაღაზია’’ კონცეპტუალური სახელოვნებო სივრცე.
თამარ ჟვანია - მუსიკოსი, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია
ნინო ჟვანია - მუსიკოსი, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია
ირაკლი კაკაბაძე (იაკი კაბე) - მწერალი
მანანა თევზაძე - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სპეციალისტი
არჩილ გიორგობიანი, მუსიკოსი
დავით შუღლიაშვილი, ეთნომუსიკოლოგი
თეონა ჯაფარიძე - ხელოვნების მკვლევარი/კურატორი.
ოთარ ბერძენიშვილი - საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირი
ბესო სოლომონაშვილი, მწერალი, რეჟისორი
თამარ შავგულიძე- კინორეჟისორი
გიორგი შველიძე - ოპერატორი.
დიანა მაღლაკელიძე - კინომცოდნე
ნინო კუხალაშვილი - იურისტი
ანა ხაზარაძე - პროდიუსერი, 1991 ფროდაქშენს
თეა ბახტაძე - მუსიკოსი
გიორგი სავანელი - რეჟისორი, დრამატურგი
ქრისტინე დარჩია - ხელოვნებათმცოდნე
მარიამ ჭაჭია - დოკუმენტური კინოს რეჟისორი/პროდიუსერი
მარიამ ჩუბინიძე - ჟურნალისტი, მარკეტოლოგი
ია ბახტაძე - ხელოვანი
ლანა ღვინჯილია - ”პოპულუს რეი”-ს დირექტორი
ნატო სლეპაკოვა - თარჯიმანი, თავისუფლების მოედანი
დავით ცვარიანი - მუზეოლოგი, კომპოზიტორი
ანა გელაშვილი - სამოქალაქო აქტივისტი (ააიპ ლომეკის დამფუძნებელი და დირექტორი)
ნატო ალხაზიშვილი - გამომცემელი, გამომცემლობა „ზიარი“
მარიამ კვიციანი - გამომცემელი, გამომცემლობა “მედუზა”
ანა ყიასაშვილი - გამომცემელი, გამომცემლობა “მედუზა”
ზვიად კვარაცხელია - მწერალი, გამომცემელი, ჟურნალი „ქართული მწერლობა“
ლაშა ბერაია - გამომცემელი
მაკა კასრაძე - გამომცემელი, გამომცემლობა „ზებრა გრუპი“
მაია კუდავა - გამომცემელი, გამომცემლობა „არტანუჯი“
გვანცა ჯობავა - გამომცემელი.
ვასილ გულეური - საბავშვო მწერალი, მთარგმნელი
მარიამ კიკაჩეიშვილი - წიგნის მაღაზია “წიგნები ვაკეში”
ლევან ღოლოძე - წიგნის მაღაზია “წიგნები ვაკეში”
თამარ ბულია - მუსიკოსი - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია
სოფიკო ბაბალაშვილი - აქტივისტი
თამარ გუგულაშვილი - ევროპარლამენტის მწვანეთა პარტიის ყოფილი მრჩეველი
თამარ სიხარულიძე - ხელოვნებათმცოდნე
ხათუნა გოგალაძე - ,,ასოციაცია ბიო”
მაია ადუაშვილი - ემიგრანტი, Promote Georgia, ამსტერდამი.
მარიამ ნოზაძე - პოლიტიკური მრჩეველი, ბრიუსელი.
ეკატერინე კერესელიძე - ემიგრანტი,ბელგიაში არსებული არასამთავრობო ორგანიზაცია Promote Georgia-ს თანადამფუძნებელი, ბელგიის სააპელაციო სასამართლოს (უცხოელთა სასამართლო საბჭოს) თანამშრომელი.
თენგიზ ჩაჩავა, დამსახურებული არტისტი, პროფესორი
ნუგზარ სადიკოვი, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი
ანა კინწურაშვილი, მათემატიკისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი
მანანა გრიგოლავა, მასწავლებელი
ნინო ტყებუჩავა, მასწავლებელი
ქეთინო მერებაშვილი, გეოგრაფიის მასწავლებელი
გიტა თვალაბეიშვილი, მასწავლებელი
მანუშაკ მკრტიჩიანი, მასწავლებელი
გიორგი ლიპარიშვილი - მოსწავლებელი
მზია იაკობაძე (კახაძე) - მასწავლებელი
ნათია უჩავა, მასწავლებელი.
მანანა მიქავა, ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორი მასწავლებელი.
მაკა ბიბილეიშვილი, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი
ნათელა დავითაია, ისტორიის მასწავლებელი
ნათია ნაფეტვარიძე, მასწავლებელი, გამომცემელი
ეკატერინე წულუკიძე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
გიორგი დუდუჩავა - მასწავლებელი
თამარ ბაქრაძე - მასწავლებელი
ლაურა გოტიაშვილი - მასწავლებელი
ქეთევან სეფიაშვილი, მასწავლებელი
თამარ ბაუჟაძე, მასწავლებელი
ხათუნა გელოვანი, მასწავლებელი
რუსიკო კობახიძე, მასწავლებელი
დავით პაიჭაძე, მასწავლებელი
მაკა ჭიაბერაშვილი, მასწავლებელი
მარიამ ჩიკვაიძე, მასწავლებელი
შორენა ბერელიძე, მასწავლებელი
ნატალია კეჭაყმაძე, მასწავლებელი
სოფია ქუხილავა, მასწავლებელი
სოფო ასათიანი, მასწავლებელი
დარეჯან თოდუა, მასწავლებელი
ნინო წიკლაური, მასწავლებელი
მარიამ ქებურია, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
თამარ ცანავა- მასწავლებელი
ეკატერინე ჩიქოვანი -მასწავლებელი
მარინე ბობოხია, მასწავლებელი
თინიკო ზარდიაშვილი, მასწავლებელი
თემო სუყაშვილი, მასწავლებელი
ბაკურ ხიჯაკაძე, მასწავლებელი
თამარ ხუციშვილი, მასწავლებელი
ლალი მარგიანი, მასწავლებელი
მიმოზა ღოლიჯაშვილი, მასწავლებელი
სალომე ფურცხვანიძე, მასწავლებელი
ნინო ივანიაძე, მასწავლებელი
ნანა მგალობლიშვილი - მასწავლებელი
შორენა ტაბატაძე, მასწავლებელი
ნინო ფსუტური - მასწავლებელი
ეკა ხუციბერიძე, მასწავლებელი
ნათია ახვლედიანი, მასწავლებელი
მაია მენაბდე- მასწავლებელი
ხათუნა ნოზაძე, მასწავლებელი
მარინა ხარიტონაშვილი, მასწავლებელი
ნინო ნიპარიშვილი, მასწავლებელი
თეონა ბექიშვილი, თსუ, პედაგოგი, ლიტერატორი
თამარ ყალიჩავა, ინგლისური ენის პედაგოგი
ორგანიზაციები:
ჯგუფი „დაიტოვე“
ჯგუფი „წინაპრები“
ჯგუფი 26
ინიციატივა “კულტურა დემოკრატიისთვის” “Culture For Democracy”
განათლების პოლიტიკის ცენტრი
სამოქალაქო მოძრაობა “ტალღა”
საქართველოს კინოს ინსტიტუტი
საქართველოს პენ ცენტრი
ააიპ ICOM საქართველო
ააიპ ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი
ფილმწარმოების კომპანია კინო ელვა /Kino Elva
ააიპ “სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი
ააიპ “ქართული სახლი”
ყაზბეგში დაფუძნებული - ააიპ ლომეკი
ააიპ “ღია სივრცე ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრი”
კინოწარმოების კომპანია ოპიოდოკი
„ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდი“
საზოგადოებრივი და შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივი“
კინოხელოვნების ცენტრი პრომეთე
ჟურნალი „ქართული მწერლობა“
გამომცემლობა „ინტელექტი“
გამომცემლობა „ზიარი“
გამომცემლობა „მედუზა“
გამომცემლობა „ზებრა გრუპი“
საქართველოს მუსიკოსთა პროფკავშირი
დოკუმენტური კინოს აასოციაცია / Documentary Association Georgia
განათლების პროფესიული კავშირი
ამერიკის მხარდამჭერთა ლიგა
საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება
დევნილთა და სოციალურად დაუცველთა ორგანიზაცია თანადგომა
საჯარო უწყებათა საზოგადოებრივი მონიტორინგი და მუნიციპალური აქტივობა
საქართველოს განვითარების ფონდი ქადაგი
ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის
საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაცია
სამოქალაქო ერთობა
საინიციატივო ჯგუფი: „აირჩიე ევროპა“ და ინიციატივა „კულტურა დემოკრატიისთვის“ მადლობას უხდის ყველა ხელმომწერს, ვისთვისაც საქართველოსთვის ამ კრიტიკულ მომენტში ქვეყნის ევროპული მომავალი და დემოკრატიული არჩევნები უმთავრესი ღირებულებაა. ხელმოწერები გრძელდება, გთხოვთ შემოგვეირთდით
0
0