26/06/2023
16:39
სპორტი
პოლონეთში მიმდინარე მესამე ევროპულ თამაშებზე საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებმა ქვეჯგუფის მესამე შეხვედრა ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და 7:35 დამარცხდა.
ამის მიუხედავად, ქართველმა მორაგბეებმა მეოთხედფინალის საგზური მოიპოვეს.
შეგხსენებთ, რომ 25 ივნისს საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთისა (17:14) და ბელგიის ნაკრებები (14:7) დაამარცხა.
შვიდკაცა რაგბის ტურნირზე საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალურ შეხვედრა დღესვე გაიმართავს, ჩვენი ნაკრების მეტოქე პორტუგალიის ნაკრები იქნება. თამაში 22:20 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ევროპულ თამაშებზე შვიდკაცა რაგბის ტურნირში გამარჯვებული გუნდი 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების საგზურს მიიღებს, მეორე და მესამეადგილოსნები კი მიზნის მიღწევას საკონტინენტთაშორისო შესარჩევი ტურნირის მოგებით შეეცდებიან.
0
0