22/09/2023
18:46
ეკონომიკა
უცხოური საკრედიტო ინსტიტუტები და ბროკერები „მეგობრული და ნეიტრალური ქვეყნებიდან“ მიიღებენ უფლებას, ივაჭრონ რუსეთის სავალუტო ბაზარზე, ასევე საწარმოო საფინანსო ინსტრუმენტების ბაზარზეზე.
ასეთი სახელმწიფოების სიის დამტკიცების ბრძანებას ხელი მოაწერა რუსეთის მთავრობის თავმჯდომარემ, მიხეილ მიშუსტინმა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
სიაში შედიან: აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი, ალჟირი, ბანგლადეში, ბაჰრეინი, ბრაზილია, ვენესუელა, ვიეტნამი, ეგვიპტე, ინდოეთი, ინდონეზია, ირანი, ყაზახეთი, კატარი, ჩინეთი, კუბა, მალაიზია, მაროკო, მონღოლეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ომანი, პაკისტანი, საუდის არაბეთი, სერბეთი, ტაილანდი, თურქეთი, სამხრეთ აფრიკა.
მედიის ცნობით, თავდაპირველად იგეგმებოდა ვაჭრობაში 44 ქვეყნის დაშვება, მათ შორის საქართველოსიც. თუმცა, შემდეგ სია 32 ქვეყანამდე შემცირდა.
„საქართველო ამ სიაში არ არის, რადგან, ქვეყანა, თითქოს, არამეგობრული, მაგრამ ამავე დროს მეგობრულია. საქართველომ... უნდა გადაწყვიტოს, გააგრძელებს თუ არა რუსეთის ფედერაციასთან „მეგობრობას“. ამაზეა დამოკიდებული, ამ სიაში მოხვდება თუ არა ის“ - განაცხადა ფინანსური სკოლის დამფუძნებელმა ანდრეი პლოტნიკოვმა. BFM.
2022 წლის მარტში რუსეთის მთავრობამ დაამტკიცა არამეგობრული ქვეყნების სია. სიაში არ მოხვდა საქართველო, რომელმაც უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებთან შეერთებაზე.
0
0