11/10/2024
22:41
სპორტი
უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლით შეხვედრაში, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შეხვედრა უკრაინის ნაკრებთან დაიწყო.
ქართველი გულშემატკივრებისთვის კი რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, დიდი ეკრანი დამონტაჟდა, სადაც უკრაინა-საქართველოს საფეხბურთო მატჩის საჯარო ჩვენება მიმდინარეობს.
ცნობილია „ჯვაროსნების“ შემადგენლობაც:
გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე.
როგორც ცნობილია, საქართველოს ეროვნული ნაკრები ოქტომბერში კიდევ ერთ მატჩს ჩაატარებს. 14 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს, რომელიც გასვლით შეხვედრაში დაამარცხა. შეხვედრა 14 ოქტომბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ითამაშებს.
0
0