13/07/2024
15:29
სპორტი
ახლა ევროპის ჩემპიონატი აღარ მომწონს, ესპანეთთან წაგების შემდეგ „ცალი თვალით“ ვუყურებ - განაცხადა საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა არჩილ არველაძემ
არჩილ არველაძე: „საქართველოს ნაკრების გამოვარდნის შემდეგ ევროპის ჩემპიონატი ჩემთვის ძალიან უფერული გახდა. რა თქმა უნდა, თამაშები ვნახე, მაგრამ ადრე, სანამ ჩვენი ნაკრები არ თამაშობდა, გაცილებით დიდი ყურადღებით ვადევნებდი თვალს ამ დონის ტურნირს. არ ვიცი, ამის ბრალია თუ სხვა რამაა მიზეზი, მაგრამ ახლა ევროპის ჩემპიონატი აღარ მომწონს, ესპანეთთან წაგების შემდეგ „ცალი თვალით“ ვუყურებ.
ადრე ასეთი დიდი ტურნირებისთვის საგანგებოდ ვემზადებოდით და დიდ ეკრანებთან ვიკრიბებოდით. ახლა საერთოდ განსხვავებული ევროპის ჩემპიონატი იყო და მიღებულ ემოციას ვერაფერს შევადარებ.
სექტემბერში ერთა ლიგის ახალი გათამაშების დაწყებას ისე ველოდები, როგორც ევროპის ჩემპიონატს. ასეთი ბედნიერი საქართველო მე არასოდეს მინახავს“.
0
0