13/09/2023
00:46
სპორტი
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, A ჯგუფში, მეექვსე ტურში, საქართველოს ნაკრები გასვლაზე ნორვეგიასთან 1:2 დამარცხდა.
მატჩი სწრაფ ტემპში დაიწყო, ორმხრივი შეტევებით, ქართველი ფეხბურთელები თამამად მოქმედებდნენ, კვარაცხელიას დარტყმული ბურთი საჯარიმოში მცველს მოხვდა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა.
მასპინძლები ფლანგებიდან თავიანთ ლიდერზე ჰოლანზე ცდილობდნენ გადაცემის გაკეთებას, რომელსაც მცველები ყურადღებით მეურვეობდნენ. სადღაც მეოცე წუთისთვის ნორდები ინიციატივას დაეუფლენ და ჰოლანმა თავურით თავისი გუნდი დააწინაურა.
სწრაფი კონტრიერიშისას ხვიჩამ შანსი ვერ გამოიყენა, მალე კი ედეგორმა მეორე გოლი გაგვიტანა და საგოლე პასი ისევ 19 წლის ნუსამ გააკეთა, რომლის შეჩერება გოჩოლეიშვილს უჭირდა.
შესვენების შემდეგაც ნორვეგია უპირატესობას ფლობდა.
ერთ-ერთი იშვიათი შეტევისას კვარაცხელიამ მიზანს ბურთი ააცილა.
საქართველოს სახელით, ერთადერთი გოლი, კომპენსირებულ დროში, აზაროვის ჩაწოდების შემდეგ ზივზივაძემ გაიტანა; ბოლო წუთზე კი "კვარას" დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია. “ჯვაროსნები” ამჯერადაც დამარცხდნენ.
საქართველოს ნაკრები ჯგუფში 4 ქულით მეოთხე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 15 ოქტომბერს სახლში კვიპროსთან ჩაატარებს.
წყარო: sportall.ge
0
0