03/10/2022
16:54
კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის ერთ-ერთი ბატალიონის სარდალი ახრა ავიძბა ამბობს, რომ დასავლეთი საქართველოზე ზეწოლას ახორციელებს, რათა მან ომი დაიწყოს, მაგრამ საქართველოს მთავრობას ომი არ სურს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
„სრულიად ნათელია, რომ საქართველოს მთავრობას ომი არ სურს. მას ესმის, რომ თუ ომი დაიწყება, მთავრობა შეიცვლება. ოპოზიციას კი სურს მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოიყვანოს და შემდეგ ახალი მთავრობა აფხაზეთს თავს დაესხას“ - განაცხადა ავიძბამ პრესკონფერენციაზე.
ავიძბას თქმით, საქართველოს 2008 წელსაც და ახლაც იარაღით ამარაგებენ და ყველაფერს აკეთებენ, რომ ის კონფლიქტში ჩაითრიონ. ახრა ავიძბა უკრაინის საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ უკრაინა და საქართველო - ორი ყველაზე ნაციონალისტური ქვეყანაა პოსტსაბჭოთა სივრცეში.
0
0