13/11/2024
23:53
პოლიტიკა
საქართველოს მთავრობამ უნდა გააუქმოს უცხოური გავლენისა და ე.წ. ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონები, - განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, მარგარიტის სხინასმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული დებატების დროს სიტყვით გამოსვლისას.
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ კანონების გაუქმებისა და დემოკრატიული რეფორმების განხორციელების გარეშე საქართველოსთვის შეუძლებელი იქნება პროგრესს მიაღწიოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
„საქართველოს ევროპულ გზას ალტერნატივა არ აქვს. პირობები დაფიქსირებულია და ეს პირობები მკაფიოა - დემოკრატია და კანონის უზენაესობა. რაც უფრო მალე გაიგებენ თბილისში, მით უკეთესი იქნება“, - აღნიშნა მარგარიტის სხინასმა.
0
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
26/11/2024