08/04/2022
23:22
კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
არძინბას ყურადღება შეხვედრაზე ერთ-ერთი ორგანიზაციის პროექტმა მიიპყრო, რომელიც აფხაზეთში რამდენიმე ისეთი საინიციატივო ჯგუფის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც საქართველოშიც არსებობს. პროექტის ფარგლებში კი ქართველი და აფხაზი საინიციატო ჯგუფების წევრების ერთობლივი შეხვედრების გამართვა იგეგმება.
არძინბამ საინიციატივო ჯგუფებში მონაწილეთა სიები მოითხოვა და თქვა, რომ აფხაზეთში პროექტი შეჩერებული იქამდე იქნება, სანამ პროგრამის მიზნებსა და ამოცანებზე ინფორმაციას არ მიაწვდიან.
„მინდა ყველასთვის გულწრფელად ვთქვა, თუ თქვენი საქმიანობა შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიზნებსა და ამოცანებს, ჩვენ ამას ავტომატურად განვიხილავთ როგორც საფრთხეს ეროვნული უსაფრთხოებისთვის და დავხურავთ ამ პროგრამას.
ჩვენ ახლა ვღელავთ ქართული და დასავლური სადაზვერვო სამსახურების გაზრდილი აქტივობით. თქვენი საქმიანობა არის ჰუმანიტარული და ის ჰუმანიტარულად უნდა დარჩეს. თუ მისია შეესაბამება საქართველოს სტრატეგიულ პროგრამებს, ეს ავტომატურად აჩენს კითხვებს. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ქართული პროგრამების მიზანია ჩვენი ტერიტორიების შთანთქმა და აქ ქართული ძალაუფლების დამკვიდრებაა, მაგრამ ქართული დროშა აქ არასოდეს იქნება“, - განაცხადა არძინბამ.
0
0