29/06/2023
08:21
სპორტი
ევრო 2023-ის მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრების თამაშზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია – ინფორმაციას ეროვნული ნაკრების ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
“12 საათში 1/4 ფინალურ შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია”, – წერია სფფ-ის გავრცელებულ ცნობაში.
რამაზ სვანაძის გუნდის მეტოქეც ცნობილია – ევრო 2023-ის მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრები ისრაელს დაუპირისპირდება, რომელმაც C ჯგუფში გამართულ ბოლო ტურში ჩეხეთის ნაკრები 1:0 დაამარცხა და 4 ქულით ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა.
საქართველო ისრაელს პირველ ივლისს, „დინამო არენაზე“ შეხვდება.
მატჩი 20:00 საათზე დაიწყება. C ჯგუფში პირველ ადგილზე კი ინგლისი გავიდა, რომელიც 9 ქულით ლიდერობს და 2 ივლისს ქუთაისში, „რამაზ შენგელია არენაზე“ პორტუგალიას დაუპირისპირდება.
ორივე მატჩის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
0
0