13/11/2024
13:19
სპორტი
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ფიფა-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო იმყოფება. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელმა ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერების შემდეგ მედიისთვის კომენტარი გააკეთა.
„ვნახეთ ის ობიექტები, რომელიც აქ ფიფა-ს დაფინანსებით შენდება. ამ დროის განმავლობაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დიდი სამუშაო გასწია, უამრავი პროექტი განახორციელა, მაგალითად, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სარეკონსტრუქციო სამუშაოები. ეს მართლაც ძალიან კარგი არენაა.
ვეცნობით საქართველოს განაცხადსა და პოტენციალს მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობაზე. ამ პროცესზე დადებითად იმოქმედებს საქართველოში 2023 წელს ჩატარებული ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი, რომელსაც უამრავი ადამიანი ესწრებოდა, ამიტომ, ამ შესაძლებლობას განვიხილავთ“, – განაცხადა ინფანტინომ.
ინფანტინო თბილისში ბაქოდან ჩამოფრინდა, სადაც გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაში მონაწილეობდა. მასთან ერთად, საქართველოში ფიფა-ს სხვა მაღალჩინოსნებიც არიან, მათ შორის, საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი იური ჯორკაეფი.
0
0