14/11/2024
00:13
პოლიტიკა
საქართველოში არჩევნები არ იყო დემოკრატიული, ჩვენ ვერ ვაღიარებთ მას, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„კორუმპირებული ოლიგარქიული ძალები კრემლის დახმარებით ცდილობენ, მოიპოვონ ძალაუფლება ყველგან, საქართველო არ არის გამონაკლისი. აქ, ევროკავშირში, ნათლად უნდა განვაცხადოთ – საქართველოში არჩევნები არ იყო დემოკრატიული. ჩვენ ვერ ვაღიარებთ მას. „ქართულ ოცნებას“ არ გაუმარჯვია. ჩვენ უნდა მოვუწოდოთ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების ჩატარებისკენ.
საქართველოს კანდიდატის სტატუსი უკვე გაყინულია და ასე დარჩება. ჩვენ უნდა გადავაფასოთ, იმსახურებს თუ არა საქართველო უვიზო რეჟიმს. უნდა ვიმსჯელოთ საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების დახმარებაზეც. ამ ყველაფერს დიდი მწუხარებით ვამბობ. ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს. ისინი მხარს უჭერენ პროევროპულ გზას და ევროკავშირი მხარს უჭერს მათ ამაში.
ამიერიდან, ევროკავშირმა ძალიან მკაფიოდ უნდა უთხრას ორივეს: ქართულ საზოგადოებასაც და „ქართულ ოცნებას“, რომელმაც მათ არჩევნები მოჰპარა, კიდევ უფრო მკაფიოდ რომ ვთქვათ: ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლებელია მხოლოდ მათი ქვეყნის „დებიძინიზაციის“ შემდეგ“,- აღნიშნა რასა იუკნევიჩიენემ.
0
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
26/11/2024
წითელ ზღვაში ტურისტებით სავსე იახტა ჩაიძირა
26/11/2024