16/09/2024
18:06
სპორტი
მიმდინარე წლის 15 სექტემბერს განახლდა მაგიდის ჩოგბურთის ეროვნული ლიგები. პირველი შეხვედრები რანგით ყველაზე მაღალ ლიგაში, სუპერლიგაში გაიმართა.
ურთიერთშეხვედრების 60%-ზე მეტი ანგარიშით 3-2 დასრულდა, რაც მოწინააღმდეგეთა თანაბარ ძალაზე და მაღალ მოტივაციაზე მიუთითებს. ტურნირი შვიდ საათზე მეტი დროის განმავლობაში მიმდინარეობდა.
აღსანიშნავია, მაგიდის ჩოგბურთში საქართველოს 13 წლამდელთა ნაკრების წევრების მათე ღამბარაშვილისა და ანდრია ჩხარტიშვილის საინტერესო თამაში.
ტურნირზე დაფიქსირდა ისტორიული შედეგი, რომელიც 17-წლამდელ გოგონათა შორის ჩემპიონს ანასტასია ჩხარტიშვილს ეკუთვნის. მან მეოთხედფინალში, მეტად დრამატულ ორთაბრძოლაში ანგარიშით 3-2 სძლია მათე ღამბარაშვილს, ნახევარფინალში, მიმდინარე წლის საქართველს ვიცე-ჩემპიონს (მამაკაცთა შორის) ცოტნე ქობალიას იგივე ანგარიშით 3-2 მოუგო და ფინალში გასვლა მოახერდა. ფინალში მას თორნიკე თარხნიშვილი დახვდა.
ფინალი დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. მიუხედავად შვიდსაათიანი მარათონისა, ანასტასია ჩხარტიშვილმა ეს მატჩი, თავის სასარგებლოდ, ანგარიშით 3-0 დაასრულა და საქართველოს ეროვნული სუპერლიგის ისტორიაში პირველი გოგონა გახდა, რომელიც სუპერლიგის ჩემპიონი გახდა. ამავე დროს, იგი პირველი გოგონაა, რომელიც 15 წლის ასაკში სუპერლიგის რეიტინგს ჩაუდგა სათავეში და სუპერლიგის პირველი ჩოგნის სტატუსი მოიპოვა.
სუპერლიგის პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:
1. ანასტასია ჩხარტიშვილი
2. კოტე ხარატი
3. დიმა ფირზადოვი
4. ცოტნე ქობალია
5. ნიკა ჩხარტიშვილი
აქვე უნდა ითქვას, რომ მიმდინარე წლის 26-29 სექტემბერს ქალაქ ბათუმში გაიმართება მსოფლიოს ახალგაზრდული ტური მაგიდის ჩოგბურთში, რომელშიც 200-ზე მეტი ახალგაზრდა ჩოგბურთელი მიიღებს მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
მაგიდის ჩოგბურთის ეროვნული ფედერაცია
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024