14/05/2023
19:47
სპორტი
კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე ძიუდოისტთა გუნდური მსოფლიო ჩემპიონატზე დასკვნითი შეხვედრები მიმდინარეობს.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მეტოქე ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში გერმანიის ნაკრები იყო.
ქართველმა ძიუდოისტებმა მეტოქე ანგარიშით 4:2 დაამარცხეს და ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ
ლაშა შავდათუაშვილი - ალექსანდრ ბერნდ გაბლერი 1:0
ეთერ ასკილაშვილი - ჯოვანა სკოკჩიმარო 0:1
ლაშა ბექაური - მარტინ მატიჰასი 1:0
სოფიო სომხიშვილი - ანა მონტა მოლეკი 0:1
გურამ თუშიშვილი - ლოსენი კონე 1:0
ეთერ ლიპარტელიანი - სეია ბალჰაუსი 1:0
საქართველო გუნდურ პირველობაში ბრინჯაოს მედლის მოპოვებასთან ერთად, პარიზის ოლიმპიური თამაშების პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მფლობელი გახდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მამაკაცებს შორის გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა და მსოფლიო ჩემპიონატი პირველ ადგილზე დაასრულა.
0
0
ქარი, წვიმა, მთაში მოთოვს - ამინდი უარესდება
15/11/2024