01/07/2023
20:48
სპორტი
პოლონეთში მიმდინარე მესამე ევროპულ თამაშებში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ოქროს მედალი მოიპოვა! ქართველმა ძიუდოისტებმა გუნდური (მიქსი) ტურნირის ფინალში, რომელიც, ამავდროულად, ევროპის გუნდური ჩემპიონატიცაა, გერმანიას დამაჯერებლად მოუგეს და ჩემპიონობა იზეიმეს.
საქართველოს ძიუდოსტთა ნაკრები ევროპულ თამაშებზე ასეთი შემადგენლობით წარსდგა: გიორგი ტერაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი (ორივე - 73 კგ.), ლაშა ბექაური, ბექა ღვინიაშვილი (ორივე - 90 კგ.), გურამ თუშიშვილი, გელა ზაალიშვილი (ორივე +90 კგ.), ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.), ეთერ ასკილაშვილი (70 კგ.), სოფიო სომხიშვილი (+70 კგ.).
საქართველოს გუნდმა, რომელიც პირველ წრეში თავისუფალი იყო, 1/8 და 1/4-ფინალებში, შესაბამისად, ხორვატიასა და თურქეთს, ერთნაირი ანგარიშით 4:1 მოუგო. ქართველმა ძიუდოისტებმა ნახევარფინალში იტალიას დაძაბულ ბრძოლაში 4:3 აჯობეს. აქ თავ-თავიანთი შეხვედრები სოფიო სომხიშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა და ლაშა ბექაურმა მოიგეს, 3:3-ზე გადამწყვეტ შეხვედრაში კი გუნდს გამარჯვება გურამ თუშიშვილმა მოუტანა.
0
0