29/06/2023
20:17
სპორტი
საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ჯგუფის მეორე შეხვედრა ჩაატარა და არგენტინის ნაკრები 20:0 დაამარცხა. ცნობისთვის, ახალგაზრდა ბორჯღალოსნებმა პირველი მატჩი მასპინძლებთან, სამხრეთ აფრიკასთან, რამდენიმე დღის წინ დათმეს.
ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრაში, დღეს, სამხრეთ აფრიკა იტალიასთან 26:34 დამარცხდა.
ლადო კილასონიას გუნდი ჯგუფის ბოლო შეხვედრას 4 ივლისს იტალიასთან ჩაატარებს (13:00).
ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ ოთხი საუკეთესო გუნდი თასისთვის განაგრძობს ბრძოლას, მომდევნო ოთხეული – მეხუთე-მერვე ადგილებს, ხოლო მესამე ოთხეული მეცხრე-მეთორმეტე ადგილებს გაითამაშებს.
მე-12 ადგილზე გასული გუნდი გაისად ალაფაზე დაქვეითდება, მის ადგილს კი წლევანდელი ალაფის გამარჯვებული დაიკავებს, რომელიც კენიაში 15-30 ივლისს გაიმართება.
0
0