15/08/2024
20:07
სპორტი
ხელბურთელ ვაჟთა ახალგაზრდულ ჩემპიონატზე (M18 Championship) საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ქვეჯგუფის მეორე მატჩში ლუქსემბურგის ნაკრებთან დაძაბულ ბრძოლაში 33:36 დამარცხდა.
ახალგაზრდულმა ნაკრებმა B ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და ნახევარფინალურ მატჩში, 17 აგვისტოს, ბელგიას დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ ქვეჯგუფის პირველ შეხვედრაში საქართველომ დიდი ბრიტანეთი 39:36 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
თორნიკე გაგუა (მეკარე, 12 მოგერიება), ირაკლი გურული (მეკარე, 1 მოგერიება); დავით გრიშიკაშვილი (12 გოლი), დავით ხელისუფალი (5), ნიკოლოზ მამულაშვილი (3), ალექსანდრე შიოშვილი (3), საბა ბუიღლიშვილი (3), გიორგი კაპანაძე (3), ვახტანგ ხარებაშვილი (2), გიგა ბერიძე (1). საბა ფუტკარაძე (1), გიორგი მაზანაშვილი, საბა შუბაშიშვილი, ნიკოლოზ ბოჟაძე, ალექსანდრე ბოჟაძე, ნიკოლოზ ნარიმაძე.
0
0