საქართველომ შვედეთი დაამარცხა
11/11/2021
22:02
სპორტი
A-
+A
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა. „ჯვაროსნებმა“ ბათუმში შვედეთის ნაკრები 2:0 დაამარცხეს.
მატჩი შვედებთან ტერიტორიული უპირატესობით დაიწყო და თამაში ძირითადად საქართველოს ნაკრების ნახევარზე მიმდინარეობდა, მაგრამ მეორე ტაიმში, მატჩის 61-ე წუთზე „ჯვაროსნების“ შესრულებული ჯარიმის შემდეგ საჯარიმოში არსებული არეულობით ხვიჩა კვარაცხელიამ ისარგებლა და ანგარიში გახსნა.
78-ე წუთზე კვარაცხელია მეკარესთან ერთ-ერთზე გავიდა, დუბლი შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
საქართველოს ნაკრებმა ამ გამარჯვებით ჯგუფში 7 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილი შეინარჩუნა. საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ასპარეზობა დაასრულა.
ვილი სანიოლის გუნდი 2021 წლის ბოლო მატჩს 15 ნოემბერს, გორში, უზბეკეთის ნაკრებთან ჩაატარებს.
0
0
698
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%