19/08/2023
16:46
ეკონომიკა
საქართველომ რუსეთში ავტომობილების ექსპორტი აკრძალა. 1 აგვისტოდან შეზღუდული იყო ამერიკული მანქანების 1,9 ლიტრი და მეტი ძრავით, ჰიბრიდული და ელექტრომობილების საზღვარზე გატანა. ამის შესახებ რუსული კომერსანტი წერს.
ევროპული პროდუქციის ტრანზიტზე მსგავსი აკრძალვა 26 სექტემბერს უნდა ამოქმედდეს.
გადამზიდველები ამბობენ, რომ სირთულეები დიდი ხნის წინ დაიწყო, ხოლო ექსპერტები ირწმუნებიან, რომ აკრძალვის ეფექტი სუსტი იქნება - სანქცირებული მანქანების იმპორტის სხვა გზები მოიძებნება...
გადამზიდავების თქმით, საქართველო-რუსეთის საზღვარზე მანქანების ტრანზიტთან დაკავშირებული პრობლემები უკვე ორი-სამი თვეა გრძელდება. 50,000 დოლარზე მეტი ღირებულების მანქანები არ დაიშვებიან, მათ შორის არც სომხეთიდან ექსპორტზე. ეს იყო ყველაზე ძვირადღირებული ავტოები, რომლებიც გადაჰყავდათ უმრავლესობას, ამ მარშრუტით ძირითადად „ამერიკულების“, მერსედეს-ბენცისა და BMW-ს მყიდველები სარგებლობდნენ.
2023 წლის დასაწყისიდან საქართველოდან რუსეთში ავტომობილების ექსპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის ოთხჯერ გაიზარდა და 3,78 ათასი ერთეული შეადგინა. თუმცა, რუსეთი ქვეყნიდან ავტომობილების იმპორტით პირველ ადგილზე არ არის არის: ლიდერობს სომხეთი, სადაც საქართველოდან 10,2 ათასი ავტომობილი იქნა გატანილი ეს 12-ჯერ მეტია, ვიდრე 2022 წლის იანვარ-ივლისში. რუსეთს ასევე უსწრებენ ყირგიზეთი, ყაზახეთი და აზერბაიჯანი.
ექსპერტები განგაშის ატეხვას არ ჩქარობენ: მათი თქმით, საქართველოს აკრძალვის შემდეგ მანქანები, მაგალითად, ყაზახეთში ან ყირგიზეთში გადაიგზავნება და იქედან მოხვდება რუსეთში, თუმცა უფრო გაზრდილი ფასით.
0
0