28/10/2021
14:31
საზოგადოება
მისი ვარაუდით, ამ საქმეში საქართველოსა და ისრაელის მოქალაქეები შემთხვევით არ ფიგურირებენ.
„გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პოლიციის სხვადასხვა დანაყოფებისა და საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ერთობლივად განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნეს და დანაშაულებრივი ჯგუფის შვიდი წევრი დააკავეს. საქართველოში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში და სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარე გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ: 2015 წელს, საქართველოს და ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქეებმა, პირდაპირი ფინანსური და სხვა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ჩამოაყალიბეს შეთანხმებულად მოქმედი, სტრუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი.
დანაშაულებრივი საქმიანობის პერიოდში, ორგანიზებული ჯგუფის წევრები, თაღლითურად დაეუფლნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეების კუთვნილ მილიონობით ევროს და მოახდინეს დანაშაულებრივი გზით მიღებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ჩემი ინფორმაციით დავით კეზერაშვილი და ზურაბ ადეიშვილი უკრაინაში ამ დანაშაულებრივ სქემაშია ჩართული და არ გამოვრიცხავ ძალიან მალე ქართული მხარე მასზე გავიდეს. საქართველოსა და ისრაელის მოქალაქეები საქმეში შემთხვევით არ ფიგურირებენ“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.
0
0