19/10/2021
18:20
პოლიტიკა
ამასთან, ხავიერ კოლომინამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც ევროატლანტიკურ მისწრაფებების მიმართ ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა.
„დღეს დილით ვიმყოფებოდი ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე. ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რაც ადგილზე ვნახე და ასევე ქართული მხრიდან მოწოდებულმა დეტალურმა ინფორმაციამ. ნამდვილად ძალიან კარგი იყო, რომ ის, რის შესახებაც ბოლო კვირების განმავლობაში, ვიზიტის დაგეგმვის პერიოდში ვკითხულობდი, ჩემი თვალით ვიხილე“, – აღნიშნა კოლომინამ.
ხავიერ კოლომინამ ასევე აღნიშნა ნატო-ს საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში, ისევე როგორც ავღანეთიდან ჰუმანიტარული და საევაკუაციო პროცესების მართვაში საქართველოს მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი და ქართული მხარის მიმართ მადლიერება გამოხატა.
„მსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი მადლიერება იმ მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც თქვენმა ქვეყანამ ბოლო წლების განმავლობაში შეიტანა ავღანეთში, როგორც ერთ-ერთმა მთავარმა კონტრიბუტორმა ქვეყანამ. ასევე, აღსანიშნავია საქართველოს როლი ავღანეთიდან განხორციელებულ ევაკუაციის პროცესში“, – განაცხადა ხავიერ კოლომინამ.
ხავიერ კოლომინა საქართველოს რეგიონული ტურნეს ფარგლებში ეწვია.
0
0