15/02/2022
20:37
მსოფლიო
„ვფიქრობ, ჩვენი უკრაინელი და ქართველი მეგობრებისთვის საკმაოდ მკაფიო გზავნილები გაკეთდება, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ და პატივს ვცემთ მათ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე ის, რომ ალიანსის გაფართოებისთვის კარი ღიაა“, - აღნიშნა ჯულიან სმიტმა.
მისი თქმით, რუსეთ-ნატოს საბჭოზე გარკვევით ითქვა, რომ ალიანსი რუსეთთან ღია კარის პოლიტიკის საკითხს არ განიხილავს.
„მზად ვართ, განვიხილოთ სხვა საკითხები, იარაღის კონტროლი, გამჭირვალობა, რისკის შემცირება. რაც შეეხება ღია კარს, ჩვენ გარკვევით განვაცხადეთ, რომ შევინარჩუნებთ იმ ვალდებულებებს, რაც გვაქვს ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებით და ვფიქრობ განცხადება, რაც გასული ზაფხულის სამიტზე მოისმინეთ მნიშვნელოვანი შეხსენება იყო იმისა, რამდენად მტკიცედ იცავენ მოკავშირეები ღია კარის პოლიტიკას“, - აღნიშნა ელჩმა.
0
0