14/10/2024
19:59
სპორტი
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები „ერთა ლიგის“ მეოთხე ტურის მატჩს ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ მართავს. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაიწყო.
შეგახსენებთ, გასვლით შეხვედრაზე საქართველოს ნაკრებმა ალბანეთის ნაკრები ანგარიშით - 1:0 დაამარცხა.
ვილი სანიოლმა მატჩისთვის საქართველოს ძირითადი შემადგენლობა დაასახელა:
გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ზურიკო დავითაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე, ბუდუ ზივზივაძე.
როგორც ცნობილია, უეფას „ერთა ლიგის“ B1 ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ჩეხეთის, ალბანეთისა და უკრაინის ნაკრებები არიან. ჯგუფში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ამ დროისთვის, 6 ქულა აქვს. 6 ქულა აქვს ჩეხეთის ნაკრებსაც, რომელიც საქართველოს ნაკრებს ალბანეთის დამარცხების შემდეგ გაუთანაბრდა. 3-3 ქულა აქვს ალბანეთს და უკრაინას.
ინფორმაციისთვის, ქართველი გულშემატკივრებისთვის 14 ოქტომბერს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, დიდი ეკრანი დამონტაჟდა, სადაც საქართველო-ალბანეთის საფეხბურთო მატჩის საჯარო ჩვენებაც იმართება.
0
0