საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებსა და მოსამართლეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
16/11/2021
13:28
სამართალი
A-
+A
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებსა და მოსამართლეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. სააკაშვილის ადვოკატები მოსამართლის იმ განცხადებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვით სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს სხდომის დისტანციურ რეჟიმში ჩატარება შესთავაზა.
ადვოკატების განცხადებით, მოსამართლემ პენიტენციური სამსახური უნდა დაავალდებულოს, რათა ბრალდებულის სხდომაზე ეტაპირება უზრუნველყონ.
„რა დაქოქილი თოჯინასავით ლაპარაკობთ? თქვენ თავს აყენებთ შეურაცხყოფას. ერთი და იგივეს საუბრობთ დისტანციურ ჩართვაზე. თქვენი მიზანი არის, რომ სააკაშვილი აქ არ იყოს. ამ ტონით ნუ ლაპარაკობთ, როდესაც უკანონო დავალებებს ასრულებთ, როდესაც არ აძლევთ სამართლებრივ შეფასებას, როდესაც არ მოგყავთ მიხეილ სააკაშვილი აქ. მე ხელი დამიბანია, მოთხოვნა ხო გავგზავნე, იმასაც ვერ ბედავთ დედანი დოკუმენტები გვაჩვენოთ“, – აღნიშნა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.
მოსამართლის თქმით, სასამართლო ნებისმიერ დროს მზად არის, უზრუნველყოს მისი დისტანციური ჩართვა.
„მოყვანა არ არის თვითმიზანი“, – აღნიშნა მოსამართლე დავით კურტანიძემ.
0
0
448
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%