30/07/2023
12:22
სპორტი
სლოვენიის ქალაქ მარიბორში, ევროპის რიგით XVII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე საქართველოს მედროშეები იყვნენ ოლიმპიური ფესტივალის ოქროს მედალოსანი მათე გველესიანი და მოცურავე ანა ნიჟარაძე.
დახურვის ცერემონიას წინ უძღოდა „სამართლიანი თამაშის“ პრიზით დაჯილდოების ცერემონია. სპეციალური კომისიის წევრთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ეს პრიზი სამაგალითო საქციელისთვის გადაეცა ქართველ ძიუდოისტს, ფესტივალის ჩემპიონს მათე გველესიანს. ჩვენს სპორტსმენს სცენაზე უხმეს და ევროპის ოლიმპიური აუდიტორიის თანდასწრებით საზეიმო ვითარებაში გადასცეს მეტად საპატიო ჯილდო.
შეგახსენებთ, რომ მათე გველესიანმა ხელში აიყვანა ფინალში გასული ტრავმირებული ხორვატი მეტოქე ლუკა ტაკიჩი და ასე დაეხმარა მას მისულიყო კვარცხლბეკამდე 66 კგ წონითი კატეგორიის მედალოსანთა დაჯილდოების ცერემონიაზე.
0
0