სანდრო ბაზაძე ევროპული თამაშების ჩემპიონია
25/06/2023
22:07
სპორტი
A-
+A
მესამე ევროპულ თამაშებზე, რომელსაც პოლონეთის ქალაქი კრაკოვი მასპინძლობს, სანდრო ბაზაძემ ოქროს მედალი მოიპოვა.
ქართველი ხმლით მოფარიკავე ფინალში მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელს, კშიშტოფ კაჩკოვსკის დაუპირისპირდა.
დრამატული და დაძაბული ფინალი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. თუმცა, საბოლოოდ, სანდრო ბაზაძემ მეტოქე მაინც დაამარცხა (15:13) და ევროპული თამაშების ჩემპიონი გახდა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, 17 ივნისს ქართველმა ხმლით მოფარიკავემ ევროპის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა.
0
0
332
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%