11/01/2022
11:22
პოლიტიკა
“ხშირად გვეკითხებიან რა არის გეგმა.
მზა რეცეპტი ნამდვილად არ არსებობს, გარდა ადამიანებზე ორიენტირებული პოლიტიკური საქმიანობისა. გულწრფელობა ყველაზე კარგი იარაღია და ვთქვათ:
– პოლიტიკურ მართმსაჯულებაზე და პრეზიდენტის პატიმრობაზე საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერებას;
– ამომრჩეველთან მუშაობა (არა მხოლოდ წინასაარჩევნოდ ორი თვით ადრე) მუდმივად;
– საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობა;
– საკრებულოებში ადამიანებისთვის ბრძოლა;
– პარლამენტში მაქსიმალურ თანხმობას ოპოზიციასთან, საგამოძიებო კომისიებს და ევრორეფორმების პაკეტის შემუშავებას, რაზეც მალე დავიწყებთ კონსულტაციებს;
– პროდასავლური ოპოზიციის ერთობა საერთო ინტერესების გარშემო;
აქციები და პროტესტი უნდა იყოს მუდმივი, მაგრამ აქვე ისიც არის, რომ როცა ოპოზიცია და მთავარი ოპოზიციური პარტია პროტესტზე იკრიბება – ეს აქცია მძლავრი უნდა იყოს.
გულწრფელი ვთქვათ: ხელისუფლებას მიმდინარე აქციები არ აშინებს.
და მათავარი: სანამ ადამიანი არ იგრძნობს, რომ პოლიტიკოსი მასზე ზრუნავს – რეჟიმთან ბრძოლაში საკმარისი მოკავშირეები არ გვეყოლება.
ალტერნატივას უნდა ხედავდნენ ოპოზიციაში საქართველოს მოქალაქეებიც და ჩვენი პარტნიორებიც.
ეს მიმაჩნია სტრატეგიად,” – წერს ხატია დეკანოიძე.
შეგახსენებთ, “ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის გადაწყვეტილებით, პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია ხდება, მისი მოადგილის პოზიციას კი აკაკი მინაშვილი დაიკავებს. რაც შეეხება პოლიტსაბჭოს მდივანს, ის პეტრე ცისკარიშვილი იქნება. ასევე, თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე აღარ იქნება ზალიკო უდუმაშვილი და ამ ფუნქციას პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია შეითავსებს.
0
0