სამხრეთ კორეასთან დაძაბულობის ფონზე, ჩრდილოეთ კორეამ 1.4 მილიონი ადამიანის მობილიზაცია განახორციელა
16/10/2024
20:26
მსოფლიო
A-
+A
სამხრეთ კორეასთან დაძაბულობის ფონზე, ჩრდილოეთ კორეამ 1.4 მილიონი ადამიანის მობილიზაცია განახორციელა.
ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, სამხრეთ კორეა უპილოტო საფრენ აპარატებს ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე უშვებს, რამაც „დაძაბული სიტუაცია ომის ზღვარზე მიიყვანა“.
ჩრდილოეთ კორეაში აცხადებენ, რომ ახალგაზრდებს, მათ შორის სტუდენტებს და ახალგაზრდული ლიგის ოფიციალურ პირებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს პეტიციას ჯარში გაწევრიანების შესახებ, გადაწყვეტილი აქვთ იბრძოლონ იარაღით მტრის განადგურების წმინდა ომში.
„თუ ომი დაიწყო, სამხრეთ კორეა წაიშლება რუკიდან. რადგან მას ომი უნდა, ჩვენ მზად ვართ, ბოლო მოეღოს მის არსებობას“, – ნათქვამია ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიით გაჟღერებულ განცხადებაში.
0
0
40
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%