20/01/2024
09:57
სპორტი
სამხრეთ კორის პროვინცია განგვონში ზამთრის მეოთხე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს „კანინის ოვალმა“ უმასპინძლა. აღიმართა მასპინძელი ქვეყნის დროშა, შემდეგ შედგა მონაწილე ქვეყანათა აღლუმი. საქართველოდან დროშის ტარების პატივი ერგოთ მოციგავე ლუკა მიქაბერიძესა და ტრამპლინიდან მხტომელ ესმირალდა ალიევას. აღლუმს მოჰყვა ოლიმპიური დროშის აღმართვა, შესრულდა ოლიმპიური ჰიმნი.
ახალგაზრდა ოლიმპიელებს სიტყვით მიმართა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, თომას ბახმა, რის შემდეგაც სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სოკ იოლმა თამაშები გახსნილად გამოაცხადა. ოლიმპიური ფიცი დადეს სპორტსმენებმა, მწვრთნელებმა და მსაჯებმა.
თამაშების გახსნის ცერემონიის კულმინაცია „კანინის ოვალზე“ ოლიმპიური ჩირაღდნის შემობრძანება და შემდეგ ოლიმპიური ცეცხლის დანთება იყო.
შეგახსენებთ, რომ განგვონის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში სპორტის 7 სახეობის 15 დისციპლინაში მონაწილეობას მიიღებს 78 ქვეყნის 1900-მდე სპორტსმენი, მათ შორის საქართველოდან სპორტის სამ სახეობაში (ფიგურული ციგურაობა, ტრამპლინიდან ხტომა, ციგაობა) ექვსი სპორტსმენი იასპარეზებს.
ფიგურული ციგურაობა:
ინგა გურგენიძე, კონსტანტინე სუპატაშვილი
ტრამპლინიდან ხტომა:
ესმირალდა ალიევა, გიორგი დიაკონოვი
საციგაო სპორტი:
საბა ხაჩიძე, ლუკა მიქაბერიძე
ქართველი სპორტსმენების გამოსვლის განრგი:
20 იანვარი, ტრამპლინიდან ხტომა
ესმირალდა ალიევა
05:00 – 07:30 (თბილისის დრო)
გიორგი დიაკონოვი
08:30 – 11:30 (თბილისის დრო)
ციგაობა (ორადგილიანი)
საბა ხაჩიძე/ლუკა მიქაბერიძე
05:30 – 07:30 (თბილისის დრო)
21 იანვარი, ციგაობა (ინდივიდუალური)
საბა ხაჩიძე
03:00 – 05:00 (თბილისის დრო)
27 იანვარი, ფიგურული ციგურაობა (მოკლე პროგრამა)
კონსტანტინე სუპატაშვილი
11:00 – 13:30 (თბილისის დრო)
28 იანვარი, ფიგურული ციგურაობა (მოკლე პროგრამა)
ინგა გურგენიძე
11:10 – 13:45 (თბილისის დრო)
29 იანვარი, ფიგურული ციგურაობა (თავისუფალი პროგრამა)
კონსტანტინე სუპატაშვილი
09:00 – 12:05 (თბილისის დრო)
30 იანვარი, ფიგურული ციგურაობა (თავისუფალი პროგრამა)
ინგა გურგენიძე
09:30 – 12:35 (თბილისის დრო)
0
0