12/11/2022
13:23
სამხედრო
თავდაცვის სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი პროექტი „ჩვენი ჯარი“ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს დედაქალაქისა და რეგიონების საჯარო სკოლებში ვიზიტსა და მოსწავლეებთან შეხვედრას აგრძელებენ.
პროექტის ფარგლებში საჯარო სკოლებს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები სტუმრობენ.
დაბა სურამის N3 საჯარო სკოლაში პირველი ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, თავდაცვის ძალების სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი გიორგი ბლიაძე იმყოფებოდა. მაღალი კლასების მოსწავლეებთან შეხვედრაზე, მან საქართველოს თავდაცვის ძალების ამოცანებსა და პრიორიტეტებზე, ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მოსწავლეებს თემატური ვიდეორგოლებითა და ფოტომასალით დატვირთული პრეზენტაციების ნახვისა და ჯარისკაცებისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების მიღების, ასევე საკუთარი ინტერპრეტაციებისა და მოსაზრებების გამოხატვის შესაძლებლობაც ჰქონდათ.
2022-2023 სასწავლო წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 1301 სკოლაში ვიზიტია
დაგეგმილი.
0
0