20/02/2022
17:22
სამხედრო
„ოკუპაციის კვირეულთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის ძალების მეოთხე ქვეითი ბრიგადის 43-ე ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები და ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში იმყოფებოდნენ. პირადი შემადგენლობა გაეცნო ოკუპაციის მუზეუმს, სადაც წარმოდგენილია საქართველოს უახლესი (1918-1921 წლები) ისტორიის ამსახველი დოკუმენტები, ხელნაწერები, აღნიშნული პერიოდის მოღვაწეების ბიოგრაფიები და სხვა.
ეროვნულ მუზეუმში სტუმრობისას სამხედროებმა და იუნკერებმა „ოქროს ფონდში“ დაცული უნიკალური ექსპონატები და ქართული იარაღ-საჭურვლის ექსპოზიციაც დაათვალიერეს.
სამხედროების ეროვნულ მუზეუმში სტუმრობა მიზნად ცნობიერების ამაღლებასა და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას ისახავს. სამხედრო მოსამსახურეებისათვის მსგავსი საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიება თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნულ მუზეუმს შორის თანამშრომლობის ფარგლებში არაერთხელ განხორციელდა და მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024