18/02/2022
20:39
პოლიტიკა
საკრებულოს წევრის თქმით, ეს იყო გადაწყვეტილება, რომლისთვისაც მუნიციპალიტეტი ემზადებოდა, მათ შორის იქ მოვაჭრე ადამიანებთან ერთად და დღეს ჩატარებული ღონისძიება მოულოდნელი არ ყოფილა.
„ეს არ ყოფილა გადაწყვეტილება რომელიც იყო გუშინ მიღებული და დღეს აღსრულდა. სამწუხაროა, რომ ოპოზიციონერი კოლეგები ნებისმიერ თემას პოპულისტური მიზნებისთვის იყენებენ. რამდენიმე კვირის წინ მერმა განაცხადა, რომ ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის აკრძალვა იგეგმება. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა, მათ შორის მეც მოვაჭრე ადამიანებთან რამდენიმე შეხვედრა გავმართეთ და ამ ადამიანებს იქვე არსებული ბაზრობის ტერიტორიაზე გადანაცვლება შევთავაზეთ. შეთანხმება მიღწეულია და მათ კარგად იციან, რომ საქმიანობის გაგრძელება ბაზრობაზე შეუძლიათ, სადაც რამდენიმე თვის განმავლობაში გადასახადს საერთოდ არ გადაიხდიან და შემდგომშიც მაქსიმალური შეღავათებით ისარგებლებენ“,- აცხადებს რევაზ სოხაძე.
საკრებულოს წევრის თქმით, გარდა გარემოვაჭრეებისა ამ ტერიტორიით სარგებლობს უამრავი ადამიანი, ვისთვისაც იქ გადაადგილება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.
„ჩვენ აუცილებლად მოვაწესრიგებთ ამ ტერიტორიას და ის გახდება ისეთი როგორიც ჩვენს ქალაქს და ამ უბანს შეეფერება“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.
0
0