21/02/2022
11:35
ეკონომიკა
უწყების ცნობით, 2021 წლის დეკემბერთან შედარებით, ფასები 3.4 პროცენტით შემცირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც -0.27 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები შემცირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (-0.02 პროცენტი), რამაც -0.02 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების კლება სასმელებზე (-2.0 პროცენტი). გარდა ამისა, ფასების 5.6-პროცენტიანი კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში -0.48 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები 2.9 პროცენტით გაიზარდა წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვითა და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფზე, რამაც 0.07 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე.
საქსტატის ინფორმაციით, 12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:
სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 3.1 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 0.1 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების ზრდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების სხვა პროდუქტებზე (16.1 პროცენტი);
დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 21.9 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 17.19 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები (12.6 პროცენტი), ძირითადი ქიმიური ნივთიერებები და ქიმიური პროდუქტები (193.3 პროცენტი) და ძირითადი ლითონები (41.3 პროცენტი);
ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები შემცირდა 10.4 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე -1.17 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა;
წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვითა და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 2.9 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.08 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024