სამოქალაქო აქტივისტმა ილია ღლონტმა დაკითხვის შემდეგ პოლიციის შენობა დატოვა
01/02/2025
22:23
სამართალი
A-
+A
სამოქალაქო აქტივისტმა ილია ღლონტმა დაკითხვის შემდეგ პოლიციის შენობა დატოვა.
როგორც მან შენობის დატოვების შემდეგ განაცხადა, საქმის მასალებში მის მიერ გაზიარებული სტატუსი იყო, რომელიც 2 თებერვალს ჩანიშნულ საპროტესტო აქციას შეეხებოდა.
„საქმის მასალებში ჩემი გაზიარებული პოსტი აქვთ ღონისძიების შესახებ, რომელიც „პუბლიკას“ მიერ იყო დადებული. აღმოჩნდა რომ „პუბლიკას“ მიერ დადებული „ნიუსის“ გაზიარება იყო პრობლემა. რაც დღეს მოხდა, ამ საფუძვლით დევს საქმეში.
შეუძლებელია, პროკურატურის ქმედებებს რაიმე სამართლებრივი საფუძველი ჰქონდეს. ვართ ქვეყანაში, სადაც შეიძლება „პოსტის“ გაზიარების გამო ვიღაცა შემოვიდეს, გაგჩხრიკოს, წაგიყვანოს და დაგკითხოს - წარმოუდგენელია“, - განაცხადა ილია ღლონტმა.
0
0
70
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%