13/11/2024
16:27
პოლიტიკა
"სამართლიანმა არჩევნებმა" მორიგ ჯერზე გაამახვილა ყურადღება გენდერის საკითხზე, რაც რეალურად არა პრობლემას არამედ ადამიანურ გადაცდომას წარმოადგენს, (2020წელს, პივიტის გაყალბება შერაცხეს ადამიანურ შეცდომად და გენდერის ჭრილში გადაცდომა,არ შეიძლება დიდ დარღვევად იყოს აღქმული) - ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი განმარტებით, საქართველოს მასშტაბით 3044 საარჩევნო უბანი გაიხსნა, საიდანაც გენდერული ბალანსი მხოლოდ 11 შემთხვევაში დაირღვა, რაც ცალსახად უმნიშვნელო ციფრია, რომელსაც არჩევნების შედეგზე გავლენის მოხდენის თეორიული შესაძლებლობაც არ აქვს.
"სამართლიანმა არჩევნებმა" მორიგ ჯერზე გაამახვილა ყურადღება გენდერის საკითხზე, რაც რეალურად არა პრობლემას არამედ ადამიანურ გადაცდომას წარმოადგენს, (2020წელს, პივიტის გაყალბება შერაცხეს ადამიანურ შეცდომად და გენდერის ჭრილში გადაცდომა,არ შეიძლება დიდ დარღვევად იყოს აღქმული).
საქართველოს მასშტაბით 3044 საარჩევნო უბანი გაიხსნა(სულ 3111) გენდერული ბალანსი მხოლოდ 11 შემთხვევაში დაირღვა, რაც ცალსახად უმნიშვნელო ციფრია, რომელსაც არჩევნების შედეგზე გავლენის მოხდენის თეორიული შესაძლებლობაც არ აქვს!
აქვე განმარტებისთვის, ამომრჩევლის გენდერული ნიშნით აღნიშვნას კანონი არ არეგულირებს, შესაბამისად აღრიცხვის პროცესში ხარვეზი ბუნებრივია, მით უფრო მაშინ, როცა აღირიცხება არა ორივე გენდერი, არამედ მხოლოდ ქალი ამომრჩევლები, რომელიც აკლდება უბანზე მოსულ ადამიანთა რიცხვს და მათ შორის სხვაობა ავტომატურად მამაკაცი ამომრჩეველია, შესაბამისად ერთ პარამეტრში დარღვევა ავტომატურად იწვევს მეორე პარამეტრის ცდომილებას." - წერს ჩიხელიძე.
0
0