ჩვენ ვეყრდნობით ეუთო/ოდირის დასკვნას, სხვა ნებისმიერი შეფასება ჩემი მხრიდან, როგორ ჩატარდა არჩევნები, არასწორი იქნება - იოსელიანი
26/11/2024
12:48
პოლიტიკა
A-
+A
ამ საკითხზე სახალხო დამცველი კომენტარს არ აკეთებს, ვინაიდან სადამკვირვებლო ორგანიზაცია არ არის, - ასე უპასუხა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ჟურნალისტის კითხვას, იყო თუ არა 26 ოქტომბრის არჩევნები თავისუფალი, სამართლიანი და საყოველთაო.
როგორც იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ომბუდსმენი არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის შეფასებებს ეყრდნობა.
„ჩვენ ვეყრდნობით ეუთო/ოდირის დასკვნას. შესაბამისად, ეუთო/ოდირის დასკვნა არის ის დოკუმენტი, რომელიც შეგვიძლია გავიზიაროთ. სხვა ნებისმიერი შეფასება ჩემი მხრიდან, როგორ ჩატარდა არჩევნები, არასწორი იქნება, ვინაიდან ჩვენ არ მოგვიხდენია არჩევნების დაკვირვება და შესაბამისად, სახალხო დამცველი არ არის სადამკვირვებლო ორგანიზაცია“, - განაცხადა იოსელიანმა.
0
0
52
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%