13/03/2024
11:31
კულტურა
ქართველი რეჟისორი, სალომე ჯაში, ბერლინის ხელოვნების აკადემიის ჯილდოს გამარჯვებულია.
"ბერლინის ხელოვნების აკადემია ყოველწლიურად გასცემს პრიზებს და სტიპენდიებს განსაკუთრებული შემოქმედებითი მიღწევებისთვის და ხელოვანების მხარდაჭერისა და განვითარებისათვის ექვს კატეგორიაში: ვიზუალური ხელოვნება, არქიტექტურა, მუსიკა, ლიტერატურა, სასცენო ხელოვნება და კინო და მედია ხელოვნება. სწორედ კინოსა და მედია ხელოვნების ჯილდო გადაეცა ქართველ კინოდოკუმენტალისტს, რომელიც ასევე არის საქართველოს დოკუმენტური ასოციაცია 'დოკას' DOCA · Documentary Association თავჯდომარე და ასევე საქართველოს კინოინსტიტუტის კინემატოგრაფისტთა საბჭოს წევრი".- წერს GFI - Georgian Film Institute სოციალურ ქსელში.
სალომე ჯაში არის რეჟისორი და პროდიუსერი, გადაღებული აქვს საერთაშორისო კინოსცენაზე აღიარებული ფილმები, როგორებიცაა: "მოთვინიერება", Taming the Garden "დაისის მიზიდულობა", "ბახმარო" და სხვა.
დაჯილდოვების ცერემონია გაიმართება 18 მარტს ბერლინში.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024