17/11/2022
17:48
სამართალი
დღეს, 17 ნოემბერს, საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიასა და საქართველოს სახალხო დამცველის სარჩელები ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
"კერძოდ, 2022 წლის პირველი მატრიდან გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და ვადაზე ადრე თანამდებობიდან გათავისუფლდა სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია. სადავო ნორმების საფუძველზე, არ მომხდარა ისეთი ახალი ორგანოების ჩამოყალიბება, რომლებიც კომპეტენციების თვალსაზრისით, თვისებრივად განსხვავებული იქნებოდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისაგან. ასევე არ შეცვლილა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სახელმწიფო ინსპექტორი სრულად აკმაყოფილებდა ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც წაყენებული იყო ახალი სამსახურების უფროსების მიმართ. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო ინსპექტორსა და მის მოადგილეებს თანამდებობრივი უფლებამოსილება შეუწყდათ უპირობოდ", - წერს საია, რომელიც თოლორაიას უფლებებს იცავს.
0
0